ერდოღანი: ძველი თურქეთი აღარ იარსებებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი განვითარების საკუთარი გზით მტკიცედ მიემართება. მისი თქმით, ქვეყნის წარმატების საწინდარია ნაციის ერთობა.

ამის შესახებ ერდოღანმა რესპუბლიკის 97-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ისევე,როგორც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის დროს, თურქი ხალხის ნებამ ინტერვენტების გეგმები ჩაშალა და ქვეყნის ოკუპაცია არ დაუშვა, ისევე დღეს, თურქეთი განვითარების საკუთარი გზით მტკიცედ მიემართება. გარკვეული წრეები შეშფოთებული არიან ანკარას დამოუკიდებელი პოლტიკის გამო, თუმცა, მათ პოზიციასა და ქმედებებს ჩვენი ქვეყნისთვის უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ძველი თურქეთი, რომლის კურსის ცვლილება მცირედი ზეწოლის შედეგადაც იყო შესაძლებელი, აღარ არსებობს. რაც უფრო წარმატებულია თურქეთის ნაბიჯები, მით ძლიერი და ფართოა ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის ფრონტი”, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის თქმით, თანამედროვე თურქეთი არ უყურებს სხვადასხვა წრის პოზიციებს და დასახული მიზნებისკენ მტკიცედ მიემართება.

“საკუთარი გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში უფრო გავძლიერდით. 2023 წელს, როდესაც დასახულ მიზნებს მივაღწევთ, რეგიონისა და მსოფლიოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება”, – აღნიშნა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები