ბრიტანეთში, მაისის შემდეგ პირველად, კორონავირუსისგან გარდაცვალების დღიური ანტირეკორდი დამყარდა

ბრიტანეთში მაისის შემდეგ კორონავირუსისგან გარდაცვალების დღიური ანტირეკორდი დამყარდა. ბოლო ერთ დღეში ვირუსს 367 პაციენტი ემსხვერპლა, რაც 27 მასის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – მაშინ 422 გარდაცვალება დაფიქსირდა.

ასევე, ბოლო 24 საათში 22 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა დღესთან შედარებით თითქმის 2 ათასით მეტია.

სულ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 917 ათასი ინფიცირებული გამოვლინდა, 59 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

SkyNews-ი აღნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერი, ბორის ჯონსონი მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება გაცილებით მკაცრი საკარანტინე ზომების გამოცხადების საკითხთან მიმართებით.

დაუნინგ-სთრითზე არ უარყოფენ სამთავრობო კომისიის ექსპერტების პროგნოზსს, რომ ზამთრის სეზონზე ბევრად მეტი ლეტალური შემთხვევა შეიძლება, დაფიქსირდეს, ვიდრე ეს გაზაფხულზე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები