ზვიად კორძაძე: ვინც ვერ ხვდება რა საშიშროების წინაშე ვდგავართ და რა ზღვარზე ვიმყოფებით, გეტყვით

ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში კოვიდ 19 -ის გამო შექმნილ ვითარებაზე წერს.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში თავის მოფრთხილება, პირბადის ტარება, მარტო საკუთარ თავზე ზრუნვას არ ნიშნავს.

“ვინც ვერ ხვდება რა საშიშროების წინაშე ვდგავართ და რა ზღვარზე ვიმყოფებით, გეტყვით: კოვიდის გამო 80 წლის ასთმიანი და ჰიპერტონიკი დედა ერთ საავადმყოფოში მყვავს, 80 წლის მამა, რომელსაც ერთი თირკმელი აქვს და დიალეზზეა მეორე საავადმყოფოში, ძმა მესამეში სიცხით, რძალი და ძმისშვილი სახლში.

ამ დღეებში აღმოვაჩინე, რომ ყველაზე კარგი სიტყვა ყოფილა ,,სტაბილური”

ექიმების ფიზიკური და საავადმყოფოების ტექნიკური შესაძლებლობები ბოლო ზღვარზეა.

ამ სიტუაციაში თავის მოფრთხილება, პირბადის ტარება, მარტო საკუთარ თავზე ზრუნვას არ ნიშნავს”, – წერს კორძაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები