ირანულმა გაზეთმა ემანუელ მაკრონის კარიკატურა ეშმაკის სახით განათავსა (ფოტო)

ირანულმა გაზეთმა – “ვათანე ემრუზმა” საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეშმაკის სახით წარმოაჩინა მას შემდეგ, რაც მან მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურებს მხარი დაუჭირა.

კარიკატურის სათაურია – “ფრანგი ეშმაკი”.

დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში საფრანგეთის ელჩი დაიბარა.

გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის მუჰამედ წინასწარმეტყველზე კარიკატურების გამოქვეყნებას, რადგან ეს სიტყვის თავისუფლებაა.

აღნიშნულმა განცხადებამ არაბულ და მუსლიმურ სამყაროში შეშფოთება გამოიწვია. მუსლიმური ქვეყნების სოციალურ ქსელებში გაისმა მოწოდება, რომ მოხდეს ფრანგული საქონლის ბოიკოტირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები