როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების ასაკობრივი სტრუქტურა – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსით ინფიცირებულების ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ ისაუბრა.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ პირებს, გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილთა უმეტესობა 70 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაშია.

„ბოლო მონაცემებით, 32 000 ინფიცირებულიდან ასაკობრივი სტრუქტურა ასეთია: 0-დან 1 წლამდე ჩვენ გვყავს ინფიცირებულთა 1%, ანუ 433 ბავშვი, 2-დან 18 წლამდე- 13% ანუ 4058 ინფიცირებული, 19-დან 29 წლამდე 16% – 5000 ინფიცირებული, ყველაზე დიდი ჯგუფი კი გახლავთ 30-დან 59 წლამდე – 50% ანუ 16 174 ინფიცირებული, 60-დან 79 წლამდე -18%, 80 წელს ზემოთ კი – 2%.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, გარდაცვლილების 15% არის 60 წელს ქვემოთ, გარდაცვლილთა 30% არის 60-დან 70 წლის ასაკში, ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში – 53, 4%“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები