ამირან გამყრელიძე: დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალი კლინიკაში მკურნალობდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიოდა.

ასევე, მისი თქმით, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საველე ჰოსპიტლების მოწყობა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

“დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალი, მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიოდა. ჰოსპიტლების ოდენობა ბევრია და მათი გაძლიერება უფრო იგეგმება. საველე ჰოსპიტლების მოწყობა ამ ეტაპზე არ იგეგმება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები