თამარ გაბუნია: კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას ტესტირება რეკომენდებული არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას ტესტირების გაკეთება რეკომენდებული არ არის.

გაბუნია დადასტურებულ პირთან კონტაქტში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ.

„პირველი რეკომენდაცია, რომელიც ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, ეს არის, გადავიდნენ თვითიზოლაციაში და დარჩნენ 12 დღის განმავლობაში. თუ გამოვლინდა სიმპტომი და სიმპტომები თუ პროგრესირებს, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ტესტირება და ოჯახის ექიმი პოტენციურ პაციენტს აძლევს რჩევას, როდის ჩაიტაროს ტესტი. ხშირად ხდება, რომ მოქალაქეები რეკავენ პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, ითხოვენ ტესტირებას. მაშინვე ტესტირება რეკომენდებული არ არის, მას გარკვეული დრო სჭირდება. გამოვლენა მაშინვე არ ხდება, თუნდაც, ტესტი ჩატარდეს. ამდენად, სიმპტომები მკვეთრად თუ არ არის გამოხატული, ამ შემთხვევაში, კონტაქტში მყოფ პირებს ვურჩევთ, რომ დარჩნენ თვითიზოლაციაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები