რას უკავშირდება ის ფაქტი, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა 30%-ის შემთხვევაში ტესტზე პასუხი უარყოფითია – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

კორონავირუსით ინფიცირებულთა 30%-ს ტესტზე პასუხი შესაძლოა, უარყოფითი ჰქონდეს.

ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის ჰოსპიტალიზაციის, მკურნალობის, ასევე, კოვიდ19-ის დიაგნოზის დასმის დროს, დღეს უკვე აღარ საჭირო მხოლოდ ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდეს, არამედ საკმარისია დაავადების მკაფიო კლინიკური მახასიათებლები.

“მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევათა 30%-ში ვირუსზე ტესტი, შესაძლოა, უარყოფითი იყოს. რას უკავშირდება აღნიშნული? ეს უკავშირდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებებს, იმას უკავშირდება, თუ სად არის კონკრეტული ვირუსი იმ მომენტში, როდესაც ადამიანს ნაცხს უღებენ”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები