სლოვაკეთში უქმეებზე მოსახლეობის საყოველთაო ტესტირება ჩატარდება

სლოვაკეთში 31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ტესტირება ჩატარდება.

Aktuality-ს ინფორმაციით, ტესტირებას 10 წელზე ზემოთ ყველა მოქალაქე გაივლის.

ოთხი ოლქის საპილოტე ტესტირება გასულ უქმეებზე უკვე ჩატარდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, “ვიმედოვნებთ, რომ ამ ოპერაციის დახმარებით შევძლებთ ათობით ათასი ადამიანის იდენტიფიცირებას და მოვუწოდებთ მათ, დარჩნენ სახლში, რომ ინფექციის გავრცელება შეჩერდეს”.

სლოვაკეთში მიიჩნევენ, რომ თუ ეს მეთოდი წარმატებული აღმოჩნდება, სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ მისი გამოყენება.

სლოვაკეთის მოსახლეობა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენს.

გასულ კვირას ქვეყნის მთავრობამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ე.წ.კომენდანტის საათი აამოქმედა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები