იტალიაში მთავრობის მიერ მკაცრ საკარანტინე ზომებს არეულობა მოჰყვა.
Ansa-ს ინფორმაციით, პოლიციამ ქუჩაში გამოსული ადამიანების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანამდე აქციის მონაწილეები სამართალდამცველები მისამართით ქვებს ბოთლებს ისროდნენ.
მილანში არასანქცირებული მარშის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ტურინში ქალაქის ცენტრში ორი მაღაზია გაძარცვეს, ტაქსის მძღოლებმა ცენტრალური მოედანი დაბლოკეს.
კრემონში რესტორნების მფლობელები პრეფექტურის წინ ჭურჭელს ამტრევდნენ. ამის შემდეგ, ნამსხვრევენი ადგილზე დატოვეს, ჭურჭლის სასაფლაოს სიმბოლოს სახით.
ტრევიზოში ქალაქის ცენტრში მსვლელობა გაიმართა.
პროტესტები იყო ასევე ნეაპოლსა და გენუაში.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი მატების ფონზე, ქვეყნის მთავრობამ 25 ოქტომბერს ზომები გაამკაცრა, მათ შორის, 18:00 საათიდან ბარებისა და რესტორნების დახურვის განკარგულება გასცა.