ალიევი: ყარაბაღის “გაყინული” კონფლიქტი, ბაქოს გარდა, ყველას აწყობდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, “გაყინულ მდგომარეობაში” ყარაბაღის კონფლიქტი აწყობდა ყველას, ბაქოს გარდა.
ამის შესახებ ალიევმა ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა.
“ერევანს სურდა, რომ მოლაპარაკება დაუსრულებლად გაგრძელებულიყო, რომ მუდმივად მოვეტყუებინეთ, რომ პრობლემა გაყინულიყო, სამუდამოდ დარჩენილიყო, რომ ჩვენი ტერიტორია სამუდამოდ ყოფილიყო გაყინული”, – თქვა ალიევმა.
მისი თქმით, “ეს გაყინული კონფლიქტი აწყობდა ყველას, ბაქოს გარდა და, პირველ ყოვლისა, ეს ერევნისთვის არის მომგებიანი”.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღში ახალი რეალობა შეიქმნა, რომელთანაც შეგუება ერევანს მოუწევს.