მაკრონის განცხადების შემდეგ, ერდოღანი ქვეყნის მოსახლეობას ფრანგული საქონლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე ფრანგული საქონლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ Daily Sabah-ი წერს.

“დასავლეთის ქვეყნებში უფრო რთული ხდება, იყო მუსლიმი და ცხოვრების ისლამურ წესს მისდევდე”, – თქვა ერდოღანმა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი ისლამოფობიას განიხილავს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს და შესაბამისად მოქმედებს. რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა შესაბამისი ზომები მიიღოს.

“ვფიქრობ, ევროკავშირის ინსტიტუტებს ისლამოფობიასთან ბრძოლაში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ევროკავშირი ვეღარ მოახდენს ისლამოფობიის იგნორირებას. ევროპელმა პოლიტიკოსებმა მაკრონს, რომელიც კონტინენტზე ანტიმუსლიმურ სიძულვილს აღვივებს, ასეთი პოლიტიკა შეწყვიტოს”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის მუჰამედ წინასწარმეტყველზე კარიკატურების გამოქვეყნებას, რადგან ეს სიტყვის თავისუფლებაა.

აღნიშნულმა განცხადებამ არაბულ და მუსლიმურ სამყაროში შეშფოთება გამოიწვია. მუსლიმური ქვეყნების სოციალურ ქსელებში გაისმა მოწოდება, რომ მოხდეს ფრანგული საქონლის ბოიკოტირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები