რატი იონათამიშვილი: თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაცული იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაცული იქნება.

მისი თქმით, ცესკო-მ საარჩევნო პროტოკოლის შემუშავებასთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა.

„თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაცული იქნება. ცესკო-მ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა საარჩევნო პროტოკოლის შემუშავებასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები და რეგულაციები საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები