რამაზ საყვარელიძე: არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას მთავრობის დაკომპლექტება არ გაუჭირდება

საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში 5 დღე დარჩა. რა შანსი აქვს ხელისუფლებას და რისი იმედი შეიძლება, ჰქონდეს ოპოზიციას. ამ საკითხზე „კვირა“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ზუსტად ხუთ დღეში საქართველოს მოსახლებას მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს. რას ფიქრობთ ხელისუფლებისა და, შესაბამისად, ოპოზიციის შანსებზე, სამეგრელოსა და აჭარაში ოპოზიციის მიერ გამართული, საკმაოდ ხალხმრავალი მიტინგების პათოსს თუ გავითვალისწინებთ, მათ საკმაოდ დიდი ამბიციები აქვთ?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე დასკვნებსა და ანალიზს კვლევებზე დაყრდნობით და არა მიტინგზე შეკრებილი ხალხის რაოდენობით ვაკეთებ. ეს კვლევები ამბობს, რომ ოპოზიციას, კერძოდ, ,,ნაციონალურ მოძრაობას,, თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, დაახლოებით, 20 პროცენტი და ეს არაა მცირე რიცხვი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ,,ოცნებას,, მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მოკლედ, მიტინგი სრულ სურათს არ იძლევა.

ანუ ,,ოცნება,, იმდენ ხმას აიღებს, რომ მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს?

კი, ასე მგონია. არაერთმა კვლევამ აჩევენა, რომ ,,ოცნებას,, იმაზე დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთავრობის დაკომპლექტებას სჭირდება. ვგულისხმობ ,,რუსთავი -2,,-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას. კომპანია, რომელმაც ეს კვლევები ჩაატარა, ძალიან სანდო და ავტორიტეტულია. ასე რომ, ამ კვლევების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი მე არ მაქვს. ბოლო დროს რაიმე დიდი შეცდომა ,,ოცნებას,, არ დაუშვია, რომელიც მის რეიტინგზე დრამატულად აისახებოდა.

გართულებული კოვიდ სიტუაცია და ბანკის ძარცვა ზუგდიდში. ეს რა გავლენას იქონიებს ამომრჩევლის განწყობაზე?

როგორც გითხარით, ,,ოცნებას,, დიდი რეზერვი ჰქონდა რეიტინგში და ამ მოვლენებებმა უარყოფიდადაც რომ იმოქმედოს ,,ოცნების,, რეიტინგზე, ეს ოპოზიციას დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს. გარდა ამისა, ,,ოცნების,, არგუმენტებიც აქვს. კოვიდ სიტუაცია მთელს მსოფლიოში დამძიმდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ხალხი დაიღალა კოვიდით და ძნელია კონტროლი. ერთი, რაც შეიძლება, უსაყვედურონ, რატომ არ გაამკაცრა კონტროლი. თუმცა, ევროპის გამოცდილება აჩვენებს, რომ ხალხის განწყობაზე დიდი ჯარიმებიც ვეღარ ახდენს გავლენას. შესაბამისად, არც აქ გაჭრის ეს ჯარიმები და სიმკაცრე. გარდა ამისა არის ხალხის ის კატეგორიაც, რომელსაც ჯერ კიდევ არ სჯერა ვირუსის არსებობის. რაც შეეხება ზუგდიდის მოვლენებს. ხელისუფლებამ შეძლო და სიტუაცია მსხვერპლის გარეშე განმუხტა. ვფიქრობ, ეს უფრო ხელისუფლების აქტივად უნდა მივიჩნიოდ, ვიდრე – პასივად.
წინასაარჩევნო გარემო, ჯერჯერობით, საკმაოდ მშვიდია. რას ფიქრობთ, თუ ოპოზიციამ ის შედეგი ვერ მიიღო, რაც სურთ, არჩევების ლეგიტიმურობის საკითხი დღის წესრიგში დადგება?
ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ხშირად აკეთებს აქცენტს, თუმცა, ამის დადასტურებას მყარი არგუმენტები და დოკუმენტაცია სჭირდება. წინა არჩევნებზე ასეთი არგუმენტები არ ჰქონდათ. ჩამი აზრით, არჩევნების მეორე დღეს, დიდი ალბათობით, გამოსვლები იქნება, თუმცა, არამგონია ,,ვარდების რევოლუციისა,, და ბელორუსის მოვლენების მსგავსად ამ გამოსვლებს საგარეო მხარდაჭერა ჰქონდეს. რეგიონში არსებული სუტუაციისა და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, საქართველოში არეულობა და გაურკვევლობა აღარავის აწყობს, რუსეთის გარდა, რა თქმა უნდა.

მაჟორიტარებთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ. 30 საარჩევნო ოლქიდან მეორე ტური რამდენ მათგანში გაიმართება?

ვფიქრობ, დაახლოებით, ოც მაჟორიტარს ხელისუფლება უპრობლებოდ გაიყვანს. დარჩენილი 10 ადგილისათვის, ალბათ, მეორე ტური გახდება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები