„ლელომ“, უკვე რამდენჯერმე, თავის ამომრჩევლისგან მიღებული მანდატი გადააგდო, გააუქმა” – შალვა პაპუაშვილი
“მინდა, მივმართო „ლელოს“ ამომრჩევლებს, რომ მათ მანდატს ვუფრთხილდებით და გვინდა, რომ არ მოვიქცეთ ისე, როგორც მათ მოექცათ „ლელო“, რომელმაც ჩახსნა საკუთარი მანდატები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, მმართველი გუნდის სურვილია, პატივი სცენ „ლელოს“ ამომრჩევლებს.
„ლელომ“, უკვე რამდენჯერმე, თავის ამომრჩევლისგან მიღებული მანდატი გადააგდო, გააუქმა. 2020 წლის არჩევნებში, თუ არ ვცდები, 2021-შიც ჰქონდათ ასეთი მცდელობა და ახლაც – ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მის ამომრჩევლებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვინაიდან მივიდნენ 4 ოქტომბერს, არჩევნებში ხმა მისცეს და იყვნენ დემოკრატიის პროცესში, მათი ამომრჩეველი არ დაისაჯოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.