“დღეს ვიწყებთ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე, ფრაქცია “ქართული ოცნების”, პოლიტიკური ჯგუფების – “ხალხის ძალა” და “ევროპელი სოციალისტების” წევრები, ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით”, – აღნიშნა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.