“ნაცმოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ლელო” – “ქართული ოცნება” 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
“ნაცმოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ლელო” – მმართველი გუნდი ხსენებული 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით, მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, – განმარტა პაპუაშვილმა.