“გახარია საქართველოსთვის“ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, განცხადებით, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ, თავი გაითავისუფლეს” – პაპუაშვილი

“გახარია საქართველოსთვის“ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, თავის დროზე მანდატების შენარჩუნებით, ხოლო რამდენიმე დღის წინ განცხადებით, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს, თავი გაითავისუფლეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, გახარიას პარტიის მიმართ მმართველი გუნდის მოთხოვნა ორ კრიტერიუმს ეფუძნება.

“პირველია, არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორეა – პარტიის რელევანტურობა. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა მათ თავის დროზე მანდატების შენარჩუნებით, ხოლო რამდენიმე დღის წინ განცხადებით, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები