“ჩვენ ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს” – შალვა პაპუაშვილი
“ჩვენ ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს მემკვიდრე პარტიის სახით, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღკვეთოს – ანუ, უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტი არის, ვიდრე ეს იქნებოდა, თუკი ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებდით და ამ ეტაპზე ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა“, – განმარტა პაპუაშვილმა.