ირაკლი კობახიძე – „სამართლიანი არჩევნების” ანგარიშზე: ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს, ფაქტებს არ გვაწვდიან

„დაგვისახელონ კონკრეტული ფაქტები, როგორც ერთი, ისე – მეორე მიმართულებით. ანუ თუ საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ველოდებით კონკრეტულ ფაქტებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარტია ორგანიზაციისგან ფაქტებს ითხოვს, რასაც არ აწვდიან.

“როგორც კი გვექნება კონკრეტული ფაქტები, მაშინვე ჩვენი მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება. მუდმივ რეჟიმში გვესმის ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს, ფაქტებს არ გვაწვდიან.

გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა გაავრცელეს ფეიკნიუსი, პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით. შემდეგ ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ აღიარეს ეს ფეიკნიუსი. ხშირად ხდება ისე, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები ავრცელებენ ინფორმაციას ისე, რომ საერთოდ არავითარი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება ძალადობას, იყო რამდენიმე ინციდენტი და, სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი ჩართვის საფუძველზე და საშუალებით, მოხერხდა ასეთი ინციდენტების პრევენცია და ჩვენ მოვახერხეთ მთლიანობაში მშვიდი და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები