ნიკოლეიშვილი – გოგოლაძე-გვარამიას ინტერვიუზე: როგორც ჩანს, საციხოდ აქვს ორივეს საქმე და ახლა მთავარია, რომელი მოირგებს უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრის მანტიას

“როგორც ჩანს, საციხოდ აქვე ორივეს საქმე და ახლა მთავარია, რომელი მოირგებს უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრის მანტიას”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ,,მთავარი არხის” ეთერში გასულ ინტერვიუს, რომელშიც ,,ქართუ ჯგუფის” დაცვის ყოფილი უფროსი – ელდარ გოგოლაძე ნიკა გვარამიას ,,ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ამბებს უყვება.

ნიკოლეიშვილის თქმით, ეს ბინძური მეთოდები წინასაარჩევნოდაა დაგეგმილი.

“როგორც ჩანს, გააქტიურდებიან გარკვეული ძალები წინასაარჩევნო პერიოდში და ყველანაირი ბინძური მეთოდებით შეეცდებიან, რომ ათასი აბსურდი ისაუბრონ. მით უმეტეს, როცა ამაზე ,,კაგებეს” პოლკოვნიკი და ისეთი პიროვნება, როგორიც ელდარ გოგოლაძეა, ბევრი ეჭვი შეიძლება გაგვიჩნდეს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, საციხოდ აქვე ორივეს საქმე და ეხლა მთავარია, რომელი მოირგებს უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრის მანტიას, რომ მერე დადგნენ და ილაპარაკონ, რომ, აი, ჩვენ ასეთი ინტერვიუ ჩავწერეთ და გავაკეთეთ და ამის გამო დაგვდევს.პოლიტიკურად ფუთავენს ამ ყველაფერს, ვითომ ალიბია ეს ინტერვიუ და კიდევ ათასი სისულელე”, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ინტერვიუ ჩაწერა, ,,ქართუ ჯგუფის” დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან. გოგოლაძე სამსახურიდან 2004 წელს გაუშვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები