მარინა შენგელია: 9 წელი გავუძელით “ნაცებს”, დარჩენილი 6 დღეც გავუძლებთ

“გამოდით, ხალხო, ახლა გუშინდელი ნევროზული მდგომარეობიდან, რომელშიც ჩაგვაგდეს ,,ნაცებმა,, და მათმა ტელევიზიებმა, 9 წელი გავუძელით და არჩევნებამდე დარჩენილი 6 დღეც გავუძლებთ !!”, – ამის შესახებ მოქალაქე, მარინა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქვეყანაში უამრავი პროექტი კეთდება.

“გამოდით, ხალხოო, ახლა გუშინდელი ნევროზული მდგომარეობიდან, რომელშიც ჩაგვაგდეს ,,ნაცებმა,, და მათმა ტელევიზიებმა, 9 წელი გავუძელით და არჩევნებამდე დარჩენილი 6 დღეც გავუძლებთ !! მაგათ, მაგ მაოხრებელ გზირებს უნდათ, მაგ ნევროზულ ტრენდსა და შიშში
ვყავდეთ, მაგ მაოხრებელ გზირებს ასე არ ვყავდით მთელი 9 წელი?/ ხოდა, დავმშვიდდეთ და ვიფიქროთ პოზიტივზე, არ ავყვეთ, ჩვენი სახელმწიფო ვითარდება და უამრავი პროექტი კეთდება, რიკოთი გაიხსენეთ ბოლოს და ბოლოს შენდება, მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკისა, ომია ჩვენს საზღვრებთან. უკვე ლამის 1 თვეა, ვითარდება ჩვენი სამშობლო, მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკისა, ურთულესი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისა, მიუხედავად პანდემიისა, 31 –ში მივალთ არჩევნებზე და მშვიდად ავირჩევთ 41,41,41, მთვარობაც დაკომპლექტებდა და გახარიაც პრემიერი იქნება და გააგრძელებს ეკონომიკის გადარჩენას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ყველანი არჩევნებზე, არ მინდა კოალიციური მთავრობა!! ქვეყანა ვერ გაუძლებს, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების რყევებს, ბელგიამ მთავრობა ვერ დაამტკიცა მთელი 5 თვის განმავლობაში, ამას გავუძლებთ ჩვენ ამ ვითარებაში?!”, – წერს მარინა შენგელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები