ერევანი და ბაქო ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აშშ-ში მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის მიხედვით დღეს, დილის 08:00 საათიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ზავის რეჟიმი უნდა იყოს ამოქმედებული.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, აზერბაიჯანულმა მხარემ აშშ-ში მიღწეული შეთანხმება 08:45 საათზე უხეშად დაარღვია, გახსნა საარტილერიო ცეცხლი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში იმავე ქმედებაში სომხურ მხარეს ადანაშაულებენ. ამასთან, ბაქოში ხაზს უსვამენ, რომ ყარაბაღში შეხების წერტილში დაზავების რეჟიმს მთლიანად ინარჩუნებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები