გრიგოლ ლილუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.

უწყების ცნობით, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილს, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო-ს დამკვირვებელთა მოვლინების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა, წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე მის შესაძლო გავლენაზე იმსჯელეს. გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი შესაძლო ქმედების პრევენცია და არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ოფისი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, 2020 წლის 25 სექტემბერს გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები