ილჰამ ალიევი კონფლიქტის რეგულირების შესახებ: საჭიროა მხოლოდ ერთი რამ, სომხეთმა შეწყვიტოს ცეცხლი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა აღიაროს კონფლიქტის რეგულირების პრინციპები, რომელიც მინსკის ეუთო-ს ჯგუფმა დაადგინა. ამის შესახებ მან გაზეთ Fiagro-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ კი სომხეთი ცეცხლს შეწყვეტს, მაშინ ბაქო მზად არის შეაჩეროს საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში.
“ჩვენ მზად ვართ, რომ შევწყვიტოთ დღეს. მე ეს უკვე ვთქვი მოსკოვში მოლაპარაკებებისას 10 ოქტომბერს. საჭიროა მხოლოდ ერთი რამ, რომ სომხეთმა შეწყვიტოს ცეცხლი. შემდეგ კი უშუალოდ დიპლომატები ვიმოქმედებთ”,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევის თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოსვლის შემდეგ: ” დაანგრია მშვიდობიანი პროცესები საკუთარი გამომწვევი განცხადებებით და სამხედრო პროვოკაციებით”.