კახა კახიშვილი: „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების სტანდარტი მაღალი იყოს
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კახიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნების სტანდარტი მაღალი იყოს.
კახა კახიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სურვილი და მზაობაა 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა არჩევნებისგან უკეთესი იყოს.
დეპუტატობის კანდიდატის თქმით, საქართველოს უკან, წარსულში დაბრუნების უფლება არ აქვს.
კახიშვილის განცხადებით, ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდი გარემო.
„წლიდან წლამდე „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩევნების სტანდარტი მაღალი იყოს. ყველა არჩევნები უკეთესია , ვიდრე წინა. ჩვენი სურვილი და მზაობა არის, რომ ეს არჩევნები იყოს უკეთესი ყველა დანარჩენი, ვიდრე ჩატარებულა ამ ქვეყანაში.
ქვეყანას უკან დაბრუნების უფლება არ აქვს, ქვეყანა უნდა წავიდეს წინ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა,ვხედავთ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ამიტომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა. სტაბილურობა მოაქვს სამართალს.
ჩვენი სურვილია სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს იმ კანონის შესაბამისად, რომელიც დღეს მოქმედებს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ პასუხიმსგებლობას გაიზიარებს ოპოზიციაც. ჩვენ სამწუხაროდ ბევრი წელი გადავაყოლეთ პოლიტიკას ჩვენი ქვეყანა. თქვენ გახსოვთ რაც დაგვემართა პოლიტიკური პროცესების გამო დაგვემართა.
ჩვენ შვილებს სჭირდებათ ნათელი მომავალი, სტაბილური გარემო, ამიტომ ჩვენ მზად ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები“, – განაცხადა „იმედის“ ეთერში კახიშვილმა.