აშშ-მა ირანს 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ “შეერთებული შტატების არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობისთვის” ირანის ხუთი სტრუქტურა და ორგანიზაცია სანქციათა სიაში შეიყვანა.

სანქციები შეეხო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, მისი სპეცდანიშნულების ძალებს – “ალ-ქუდსი”; ბაიან გოშთარის ინსტიტუტს; რადიოსა და ტელევიზიის ისლამური ორგანიზაციების კავშირს, ასევე, ვირტუალური მედიის საერთაშორისო კავშირს.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ “ირანის რეჟიმმა სამიზნედ შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესი აიღო და ამომრჩევლებს შორის შუღლის დათესვას ცდილობს, ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელების გზით”.

ასევე, მიიჩნევა, რომ ირანის საინფორმაციო სამსახურები და სხვა მედიასაშუალებები ცდილობენ, ვაშინგტონში მიმდინარე “დემოკრატიულ პროცესებს” ძირი გამოუთხარონ.

მანამდე, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ჯონ ტეკლიფმა განაცხადა, რომ რუსეთმა და ირანმა ამერიკელი ამომრჩევლების მონაცემებთან წვდომა მოიპოვეს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები