საირმის ბუნებრივ სვეტებზე მისასვლელი ბილიკების რეაბილიტაცია დაიწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმის ბუნებრივი სვეტების ძეგლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც მხარეში ჩამოსული ვიზიტორების უმრავლესობა სტუმრობს.
ამ დრომდე საირმის ბუნებრივ სვეტებთან არ იყო გაკეთებული საფეხმავლო ბილიკები, რომლითაც დამთვალიერებელი ახლოდან შეძლებდა მის ნახვას.
როგორც „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სოფელ საირმეში ბუნებრივ სვეტებიან ძეგლთან მისასვლელი ბილიკების რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დაიწყო და პროექტის ღირებულებაა 293. 999 ლარია, სამუშაოებს – შპს “ჯთბ გოლდენ ეიჯ” აწარმოებს-„ პროექტი 2020 – 2022 წწ. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტის ფარგლებშიდაფინანსდა, ბილიკების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს“, – განაცხადეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში. დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი მახათაძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპითა და ხარისხის კონტროლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები