სოფელ ნოღაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნოღაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

პროექტის ფარგლებში, დაიგება 2,400 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს გრუნტის კიუვეტების, რკინა-ბეტონის არხების, გაბიონების, გზის გადამკვეთი ლითონის მილების, ლითონის ცხაურებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობას.

პროექტის ღირებულება 924 999 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიულია და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის. აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები