“მომდევნო თვეები მძიმე იქნება” – საბერძნეთში საკარანტინე ზომები გაამკაცრეს

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის მორიგ ანტირეკორდის ფონზე, ქვეყანაში ახალი შემზღუდავი ზომები გამოაცხადა.

Ekathimerini-ის ინფორმაციით, გამოცხადებული ახალი შეზღუდვა ღია ცის ქვეშ პირბადის ტარებას გულისხმობს.

გარდა ამისა, იმ რეგიონებში, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, 00:30 საათიდან 05:00 საათამდე ე.წ.კომენდანტის საათი იმოქმედებს.

“ძალიან მკვეთრი მინდა, ვიყო, მომდევნო თვეები იქნება მძიმე, როგორც მოსალოდნელია იქნება მძიმე. საყოველთაო ბლოკირება ჩემი არჩევანი არ არის, საჭიროა სხვა ზომები, გაცილებით ჭკვიანური, მიზანმიმართული და ეფექტურიც”, – თქვა მან.

პრემიერმა ახალგაზრდებს მიმართა, რომელთა შორის ფიქსირდება ბოლო პერიოდში ინფიცირების მატება და წესების დაცვისკენ მოუწოდა.

საბერძნეთში გუშინ 882 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვალება გამოვლინდა. სულ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 28 ათასზე მეტი დადასტურებული და 550-ზე მეტი ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები