კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ადამიანები, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ადამიანები, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ასევე ზუგდიდში საპოლიციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქმის მეორე ეტაპიც წარმატებიც დასრულდეს და ბოროტმოქმედი დააკავონ.

„ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალში, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ადამიანები, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ სპეცოპერაციაში, მადლობა გადავუხადო, რადგან ყველა მძევლად აყვანილი ადამიანი, ისე რომ თმა არ ჩამოვარდნია, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. ახლა მთავარია ამ საქმის მეორე ეტაპის ბოლომდე მიყვანა, რათა დაკავებული იყოს თავდამსხმელი და ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები.

პოლიტიკოსებს გუშინაც ვსთხოვე, თავი შევვეკავებინათ პოლიტიკური განცხადებებისგან. ამიტომ, ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, საქმე მივა ბოლომდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები