პუტინმა მომავლის ორი ზესახელმწიფო დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ჩინეთი და გერმანია ზესახელმწიფოს სტატუსისკენ მიდიან.

ამის შესახებ მან ვალდიას სადისკუსიო კლუბში განაცხადა.

“ეკონომიკური წონიდან, ასევე, პოლიტიკური გავლენიდან გამომდინარე, ჩინეთი ზესახელმწიფოს პოზიციებისკენ მიდის. ამავე მიმართულებით მიემართება გერმანიაც”, – თქვა პუტინმა და იქვე დასძინა, რომ შესამჩნევად ტრანსფორმირდა საერთაშორისო საქმეებში ბრიტანეთისა და საფრანგეთის როლი.

“აშშ-ში კი, რომლებიც რაღაც მომენტში ყველაფერში დომინირებდნენ, ვეღარ შეძლებენ, იყვნენ განსაკუთრებულები. საერთოდაც, სჭირდება თუ არა ეს განსაკუთრებულობა შეერთებულ შტატებს”, – თქვა რუსეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები