საქართველოში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 183-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 9 751-ს შეადგენს.