ტრამპის თქმით, ბაიდენმა პუტინისგან ფული მიიღო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისმა ოპონენტმა – ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინისგან ფული მიიღო.
ამის შესახებ ტრამპმა ტენესის შტატში გამართულ ფინალურ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს, ასევე ჩინეთსა და უკრაინას მისთვის ფული არასდროს გადაუხდიათ, ბაიდენს კი ყველა ამ ქვეყნისგან მიუღია ფული.
“ჯომ რუსეთისგან 3,5 მილიონი დოლარი მიიღო, რომელიც მასთან პუტინისგან მივიდა იმიტომ, რომ ის ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო მოსკოვის ყოფილ მერთან. შენ 3,5, მილიონი დოლარი მიიღე, შენმა ოჯახმა მიიღო 3,5 მილიონი დოლარი. ოდესღაც ამის ახსნა მოგიწევს. ამერიკელებს უნდა განუმარტო. ან შეიძლება, ამას ახლავე გააკეთებ?!”, – მიმართა ტრამპმა ოპონენტს.
თავის მხრივ, ბაიდენმა ბრალდება კატეგორიულად უარყო, “არცერთი სახელმწიფოს ერთი პენიც კი არ მიმიღია”.