შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს
შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი, ელაიან ბერსეტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს.
„მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდება. სამი კვირის წინ ჩვენ ევროპის კონტინენტზე ყველაზე კარგი ეპიდვითარება გვქონდა, სამი კვირის შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა სწორედ ჩვენთანაა“, – გაანაცხადა ელაიან ბერსეტმა.
შვიცარიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.