ავთანდილ გალდავა: კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან

“კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერთ-ერთი იყო „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის მიერ აყვანილ მძევლებს შორის.

გალდავა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. წალენჯიხის პოლიციაში ასევე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ვლადიმერ ბორცვაძე.

„არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებები არ აქვს არცერთ მძევალს“, – განაცხადა ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები