შსს მობილურ ოპერატორებს მოუწოდებს, თავდასხმის ადგილიდან სიგნალის შეზღუდვა მოხდეს

შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე ზუგდიდში საქართველოს ბანკში, თავდასხმასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, შსს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურს აკეთებს.

“ზუგდიდში მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შსს მაქსიმალურად მუშაობს. ყველას უსაფრთხოებიდან გამომდინარე მედიას მოვუწოდებთ ლაივ ჩვენება შეწყდეს”, -განაცხადა საბანაძემ.

მანვე, მობილურ ოპერატორებს მოუწოდა, თავდასხმის ადგილიდან სიგნალის შეზღუდვა მოხდეს.

ცნობისთვის, მძარცველი 500 000 დოლარს, ვერტმფრენს და უსაფრთხოებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები