კახა საბანაძე: შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა ზუგდიდში მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება

“შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა.

ამასთან, შსს მოუწოდებს მედიასაშუალებებს, შეწყვიტონ ლაივსიგნალი შემთხვევის ადგილიდან.

„ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინებისთანავე დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტრურების მოქმედებასა და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. აქედან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამცველებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა-შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა.

ამ ეტაპისთვის, ნოგახსენებთ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე, 144-ე და 236-ე მუხლებით. კეთდება მაქსიმალური იმისთვის, რომ ღონისძიება დასრულდეს წარმატებით”, – განაცხადა საბანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები