ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა

ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, ნინოწმინდიდან თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში შეყვანიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო მალევე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” ჰოსპიტალში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, 30 წლამდე ქალს კორონავირუსი გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“დადასტურებული შემთხვევა იყო, მკურნალობდა ბინაზე, მძიმეწონიანი იყო და კლინიკაში შეყვანიდან მალევე მდგომარეობის გართულების გამო გარდაიცვალა, ვირუსის გარდაცვალების მერე დადასტურებას არ ვადასტურებთ”, -განაცხადეს ჰოსპიტალში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები