ნათია მეზვრიშვილი: წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან, ეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ვინც ამ წესს არ ასრულებს

წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, თუ მთავრობა დაინახავს, რომ წესები მასობრივად არ სრულდება, შესაბამისი რეგულაციების შემოღება გამორიცხული არ არის.

„პირბადის ტარების წესი არის საკმაოდ მარტივი, ნათლად არის ეს ყველაფერი გაწერილი და არ ვფიქრობ, რომ აქ რამე დავაკელით, მათ შორის საზოგადოების ინფორმირების ნაწილში. საზოგადოებას ვეუბნებით, რომ პირბადე უნდა გაიკეთონ დახურულ სივრცეში, მაგრამ უნდა გაიკეთონ ცხვირზეც და პირზეც. დღეს პოლიცია მთელი დღე დაკავებულია იმით, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც არასწორად უკეთიათ პირბადე, ელემენტარულად მიუთითონ, რადგან ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანებს ჯარიმის ენით ველაპარაკოთ. ეპიდემიოლოგებმა არაერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არა მხოლოდ დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე, არამედ ღია სივრცეშიც, სადაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ არის. მე პირადად ვცდილობ, ეს წესები ღია სივრცეშიც დავიცვა და იმედი მაქვს, რომ არ დაგვჭირდება ჯარიმის ენით საუბარი.

წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ამ წესების აღსრულება, მაგრამ ზრდა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომელიც ამ წესს არ ასრულებს. ამიტომ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მასიურად წესების შეუსრულებლობასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციების შემოღება გამორიცხული არ არის”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები