მედია: ლუკაშენკომ იმ უნივერსიტეტების რექტორები შეცვალა, რომელთა სტუდენტებიც აქციაში მონაწილეობდნენ
“ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელორუსის სამი მსხვილი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი შეცვალა”, – იტყობინება ტელეგრამ-არხი “პულ პერვოგო”.
ინფორმაციის თანახმად, მინსკის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კულტურისა და ხელოვნების ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, ბრესტის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
ბელორუსში 9 აგვისტოდან საპროტესტო აქციები იმართება, რომელთაც თან დარბევა და მონაწილეების დაკავებები ახლავს. ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის თანახმად ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და ქვეყნის პრეზიდენტი მეხუთედ გახდა.
ქვეყნის ცესკო-ს ოფიციალურ რიცხვებს დასავლეთი უნდობლობას უცხადებს და მან აქციის დარბევაში დამნაშავე პირების წინააღმდეგ სანქციებიც დააწესა.