ვარკეთილის ზემო პლატოზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილის ზემო პლატოზე საგზაო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა მისამართზე აწესრიგებს. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე გაეცნო.

ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის N21 კორპუსის მიმდებარედ 2 300 კვ.მ ფართობი წესრიგდება. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები; ამჟამად, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 105 ათასი ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია – „სკინჩი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები