ამირან გამყრელიძე: ქვეყანა წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესშია, მესმის, ამ დროს აუცილებელია აგიტაცია, შეხვედრები, მაგრამ რეკომენდაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია

„ქვეყანა არის წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში. მესმის, ამ დროს აუცილებელია წინასაარჩევნო აგიტაცია, შეხვედრები და ა.შ. მაგრამ ყველასთვის, როგორც თქვენთვის, ჩემთვის, აუცილებელია ქვეყანაში დადგენილი წესები დაიცვას”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, გამყრელიძემ ყველა პოლიტიკოსს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ხუთი წესის დაცვისკენ მოუწოდა.

„ქვეყანა არის წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში. მესმის, ამ დროს აუცილებელია წინასაარჩევნო აგიტაცია, შეხვედრები და ა.შ. მაგრამ ყველასთვის, როგორც თქვენთვის, ჩემთვის, აუცილებელია დაიცვას ქვეყანაში დადგენილი წესები.

ყველა პოლიტიკოსისთვის აუცილებელია დაიცვას ხუთი წესი. ამ რეკომენდაციაზე ჩვენ ვსაუბრობთ ათი თვეა და ესენია: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, ყველა ღონისძიების, სადაც ეს არის შესაძლებელი, გარეთ ჩატარება და ხელების ხშირი დაბანა. ეს არის დღეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომელიც „რემდესივირზე“ და კიდევ სხვა მედიკამენტებზე მეტად იცავს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები