ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსი კიდევ 9 ადამიანს გამოუვლინდა. რუსეთთან 15 სექტემბერს ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ეს უკვე 215-ე შემთხვევაა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან – 305-ე.

ამის შესახებ ე.წ.მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსული ვითარება ბოლო ერთი კვირის განმვალობაში მკვეთრად გაუარესდა.

19 ოქტომბერს ორი კვირით ყველა სკოლა დაიხურა.

დე ფაქტო მთავრობა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც კოვიდ19 დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს, ასევე, მისი ე.წ.ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ბიბილოვის ე.წ.პრესმდივანსა და მისი ე.წ.ადმინისტრაციის რადენიმე წევრს დაუდასტურდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები