დონალდ ტრამპმა ენტონი ფაუჩი “იდიოტებს” შორის მოიხსენია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი იმ “იდიოტებს” შორის მოიხსენია, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშორებით მოსახლეობის დეზინფორმირებას ახდენენ.
აშშ-ის პირველი პირის თქმით, ამერიკელები ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის მიღებით დაიღალნენ, – იტყობინება Chicago Tribune.
ტრამპის თქმით, “ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 ათასი დაღუპული გვეყოლებოდა”.
“ხალხი კოვიდისგან დაიღალა. მომხრეებთან უამრავ შეხვედრას ვმართავ. ხალხს უკვე აღარაფერი ადარდებს, ისინი ამბობენ – “უბრალოდ, თავი დაგვანებეთ”. ხალხი დაღლილია ექიმი ფაუჩისა და ამ იდიოტების მოსმენით, ყველა იდიოტის, რომლებიც ყველაფერს არასწორად აფასებენ. ფაუჩი სასიამოვნო კაცია. ის 500 წელია, აქ არის. ყოველთვის, როცა ტელევიზიით ჩნდება, რაღაც ბომბია. მაგრამ უფრო დიდი ბომბი იქნება, თუ გაათავისუფლებ. ფაუჩი კატასტროფაა”, – განაცხადა ტრამპმა ამომრჩევლებიეს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.
ენტონი ფაუჩიმ დონალდ ტრამპის კორონავირუსით ინფიცირების ინფორმაციის კომენტარებისას თქვა, რომ ეს არ გაჰკვირვებია, რადგან პრეზიდენტი სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეკომენდაციას არ იცავდა.