რატი იონათამიშვილი: კორონავირუსის პრევენციისთვის, პარლამენტში პროტოკოლისა და რეკომენდაციების ყველა წესი გათვალისწინებულია

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტში პროტოკოლისა და რეკომენდაციების ყველა წესი გათვალისწინებულია.

მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციაში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს.

“საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ, პარლამენტის სივრცეში აქტიურად აღარ ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ვუფრთხილდებით, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ და, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ადგილზე მათი მოსვლა სავალდებულო არ არის. ვირუსი დეპუტატ გენადი მარგველაშვილს დაუდგინდა, რომელიც ბოლოს პარლამენტში ერთი კვირის წინ იყო. კომიტეტის აპარატის ის თანამშრომლები, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში არიან. ასევე, ჩატარდა სამუშაო სივრცის დეზინფექცია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეპიდემიის გავრცელება არ მოხდეს და ადაპტაცია უმტკივნეულო იყოს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გაქვს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, კორონავირუსი საპარლამენტო უმრავლესობის ორ დეპუტატს – ნინო წილოსანსა და გენადი მარგველაშვილს დაუდასტურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები