კადიროვმა საფრანგეთში მომხდარ მკვლელობასთან ჩეჩნეთის კავშირი უარყო
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, რამზან კადირდოვმა აღნიშნა, რომ პარიზში მასწავლებლის მკვლელობაში დამნაშავის ეროვნებაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს და საფრანგეთი მცდელობაში -“ყველა საკუთარი პრობლემა ჩეჩნებზე გადმოებრალებინათ” დაადანაშაულა.
“გარწმუნებთ ყველას, რომ ჩეჩნეთი აქ არაფერ შუაში არაა. თანაც ახალგაზრდა მთელი ცხოვრება საფრანგეთში ცხოვრობდა, ჩეჩნეთში ის მხოლოდ ერთხელ, ბავშვობაშია ნამყოფი”,- აღნიშნა კადიროვმა საკუთარ “Telegram” არხზე.