სოფელ რუსთავში 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა. ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა. შემთხვევის შედეგად ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი გაჩერებული მანქანის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები