რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ბათუმში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ადგილობრივ ბიზნეს სექტორს საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარუდგინეს. აგრეთვე, საუბარი შეეხო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ბიზნეს სექტორში არსებულ გამოწვევებს. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებსა და მის ხელშეწყობაზე. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პრობლემური საკითხების შესახებ კანდიდატებისათვის კითხვები დაესვათ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები