„ტროლის სახლი“ პორტუგალიაში (ფოტო, ვიდეო)
სახლი ქვაში – იგივე „ტროლის სახლი“ – პორტუგალიაში მდებარეობს. ის ისე გამოიყურება, თითქოს, უზარმაზარი ქვისგანაა გამოთლილი. სინამდვილეში, სახლი, უბრალოდ, ძალიან მჭიდროდ არის მოთავსებული ორ დიდ ლოდს შორის და გარედანაც იგივე ქვის მასალით არის მოპირკეთებული, რათა ერთიანობის და ბუნებრიობის შთაბეჭდილება შეიქმნას. სახლის ინტერიერიც ბუნებრივი მასალებითაა მოპირკეთებული, გამოყენებულია ხე და იგივე ქვა. ეს ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი სახლია, რომელიც მხოლოდ სანთლებითაა განათებული, ხოლო გასათბობად ბუხარი გამოიყენება.
მთის სიმაღლე, რომელზეც სახლი მდებარეობს, 793 მეტრს შეადგენს.
სახლის მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და, დაახლოებით, ორი წელი მიმდინარეობდა. 1974 წელს ის ექსპლუატაციაში შევიდა.
რეზიდენციას, თავდაპირველად, მფლობელები დასასვენებელ ადგილის ფუნქციით იყენებდნენ. სახლის სიმაღლე 5,5 მეტრს შეადგენს, რაც 2 სართულის განთავსების საშუალებას იძლევა. ინტერიერი ძალიან წააგავს სოფლისას: ბუხარი, მაგიდა და საძინებლები.
ქვის სახლი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. მოგზაურებს ამ სახლში შესვლა სურდათ, რამაც მეპატრონეებს აიძულათ ღობე აღემართათ, მოგვიანებით კი, სულაც დაეტოვებინათ სახლი. ახლა ის მიუწვდომელია სტუმრობისთვის. როგორც ცნობილია, აღნიშნული ტერიტორია კერძო კუთვნილებაშია.